პარლამენტის მიმდებარედ, აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სამართალდამცავები 9 აპრილი ქუჩაზე აქციის მონაწილეებს აკავებენ, მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.
აქციის მონაწილეებს ბოლო რამდენიმე წუთია აქტიურად აკავებენ. გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "სრულიად უმიზეზოდ დააკავეს ორი ჩვენიანი, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე".
გავრცელებული ცნობით, ამ დროისათვის დაახლოებით შვიდი ადამიანია დაკავებული.