სამტრედიაში, სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარე, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან მათ მტკიცებით, შესაძლებელი იყო ქალის მხრიდან მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა,თუმცა ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა. პროკურატურის ინფორმაციიით, საქმის მასალებიდან გაირკვა, რომ მსხვერპლს "მეუღლის ძმამ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით დაზიანებები მიაყენა".