ხონის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. შემთხვევა სოფელ ნახახულევში მოხდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მისივე ცნობით, ტურისტები მსუბუქად დაშავდნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.