შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
„მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადიგენში მოქალაქეთა ჯგუფი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს გახსნას ითხოვს. ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი მუსმლიმ თემა არ წარმოადგენს.