გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში და ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გამნაღმველები მუშაობენ.
ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია.
ჩატარებული მოქმედებების შედეგად, შენობებში რაიმე საეჭვო მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
დაწყებულია გამოძიება.