19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის კიფსელის საჯარო სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დანაშაულის მოტივი ბრალდებულის უმცროსი ძმის თანასკოლელთან კონფლიქტი გახდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა სკოლის დირექტორი დანით დაჭრა, ხოლო მოსწავლეს ჩაქუჩი დაარტყა.