შეყვარებულის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ფონიჭალაში 28 წლის ქალი დააკავა. მთავარი არხის ონფორმაციით, ინფორმაციით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც კორპუსის ეზოში, დაჭრა მოჰყვა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალმა 30 წლამდე პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.