ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებული ქალი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.