ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე, ამიტომ ჩვენ დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? და რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე სავარაუდოდ კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა დააბრუნოს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში, აქ შექმნამ მაღალი, ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.
„დღეს ჩვენ გვინდა მთავრობას და პირადად პრემიერ მინისტრს დავუსვათ კითხვა რატომ იცლება ქვეყანა და რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას. 2012 წელს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა 800 ათასი საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ 2022 წელს 30 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მხოლოდ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა ბოლო ათი წლის მანძილზე, ამ დროს კი საქართველოში იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და იცლება ქალაქები. ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე, ამიტომ ჩვენ დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? და რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე სავარაუდოდ კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან. სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა. ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც ადამიანები იძულებით ემიგრაციაში გაურბიან. ივანიშვილის პირობებში ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მისი კორუმპირებული კლანის ინტერესში მუშაობს, ხალხისთვის კი იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ფასები, ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე თუ საწვავზე. ჩვენი ამოცანაა დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში, აქ შევქმნათ მაღალი, ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ჩვენი ამოცანაა, რომ გავამთლიანოთ ოჯახები და ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზება ჰქონდეთ აქ. ევროპულ ქვეყნებში ემიგრაციაში მყოფთა თითქმის 70 პროცენტი ქალია, ყოველდღიურად დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება - სიღარიბეში გაზარდონ შვილები თუ ემიგრაციაში წავიდნენ და გზავნილებით არჩინონ საქართველოში დარჩენილი შვილები. ამ მძიმე რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს მთავრობამ, ნაცვლად დუმილისა ან ცინიზმისა, ჩვენ უნდა მოვისმინოთ პასუხი ჩვენს კითხვაზე - რატომ გარბიან ადამიანები საქართველოდან, რატომ მიდიან იძულებით ემიგრაციაში და რატომ ტოვებს ამდენი საქართველოს მოქალაქე საქართველოს და კიდევ უფრო მეტი ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. სამწუხაროდ, მძიმე რეალობა ისაა, რომ ამას იწვევს კატასტროფული ფასები და უმუშევრობა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.