ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში, 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთავარი არხის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მართავდა, მოცურდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ქალმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ავარიის ადგილზე გარდაიცვალა.