5 ადამიანი დაშავდა იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
გავრცელებული ინფორმაციით მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.