გორის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკების უძღოდა
“იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს”, – განუცხადეს გამოცემას
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.