ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 30 წლამდე კაცი დააკავეს.
საქმე ეხება 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქალის ნათესავებმა და სოფლის სხვა მცხოვრებლებმა კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და ქუჩებში გაატარეს. შემდეგ ვიდეო გადაუღეს გაავრცელეს.
დაკავებულ კაცს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დამცირების, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით მაშინ სამი პირი დააკავეს.