დიდი ეროვნული დეპრესია, 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულდება. ამიტომ გავრისკე ჩემი სიცოცხლე, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ახალი მთავრობის პირობებში, პირველ რიგში, ფასების შესამცირებლად უნდა მოხდეს მონოპოლიების გაუქმება და ინვესტიციების გაზრდა.
„ისინი გვყოფენ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ისინი უიმედობისგენ გვიბიძგებენ, ჩვენ პირიქით უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ იმედი ყველა შემთხვევაში დაბრუნდება. დიდი ეროვნული დეპრესია, 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულდება. ამიტომ გავრისკე მე ჩემი სიცოცხლე, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე, რათა საქართველოში უიმედობამ, სიბნელემ, გაცარიელებამ და ქართველი ერის გენოციდმა არ და ვერ იმუშაოს. პირველი, რაც უნდა მოხდეს ახალი მთავრობის პირობებში, მონოპოლიების გაუქმება და ეგრევე ფასები დაეცემა. ამ მთავრობის პირობებში ინვესტიციები ისევ დაეცა, უნდა მოხდეს ინვესტიციების ამოქაჩვა. ინვესტიციები ამოიქაჩება იქ, სადაც ბიზნესმენი და ოლიგარქი კიარ მართავს ქვეყანას, არამედ მართავენ პატრიოტები, რომლებისთვისაც ფული არაფერს ნიშნავს. ჩემთვის ფული არასდროს არ ნიშნავდა არაფერს, არც სახლი და არც კარი მაქვს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ერთ დაყადაღებულ ვენახს. ამას წინათ, უკრაინელი ბავშვები ჰყავდათ ჩამოყვანილი, გაკვირვებული იყვნენ, ეს არის პრეზიდენტის სახლიო? ეს არისო? რასაც არიან შეჩვეული უკრაინაში, იმის ფონზე. ასე რომ, დიახ, ეს იყო ჩემი ფილოსოფია, ჩემი აზროვნების სტილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.