რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიის სრული დამორჩილებით შეეცდება "რუსული რეჟიმი" არჩევნების მოგებას და აანონსებს, რომ იქნება "პროვოკავიები" მათი მხრიდან.
„რუსული რეჟიმის შურისძიებაა ის, რაც ხდება აქ. რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას," - განაცხადა სააკაშვილმა.