კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია. "ნაციონალურ მოძრაბა" წითელი ხაზია, "ოცნება" ლურჯი ხაზია, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარაის თქმით, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით იმდენს შეძლებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში ჯამურად ხმათა 50% ვერ მიიღონ.
„კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია. "ნაციონალურ მოძრაბა" წითელი ხაზია, "ოცნება" ლურჯი ხაზია, რადგან დღევანდელი "ოცნება" მიუღებელია. რომ გადახედოთ პროპაგანდისტულ სისტემას, გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არჩევანი. არის მხოლოდ ბოროტი "ნაციონალური მოძრაობა" და ვითომ კეთილი, სამართლიანი, პატრიოტი "ოცნება". "ნაციონალური მოძრაობა" კი გვეუბნება, რომ არსებობს არჩევანი. არის მხოლოდ პროგრესული "ნაციონალური მოძრაობა" და რუსული "ოცნება". სინამდვილეში ნამდვილი არჩევანი არის ამ ორი რადიკალური ძალის მიღმა. საქართველოს მოქალაქეებმა ეს უკვე დაინახეს, რადგან ძალიან კარგად ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის" ამ რადიკალურ, ბრუტალურ, რევანშისტულ განწყობებს და ძალიან კარგად ხედავენ "ოცნების" კორუმპირებულ, ინფანტილურ პოლიტიკას", - გაბაცხადა გიორგი გახარიამ პარტიული კონფერენციის შემდეგ.
კონფერენციაზე გახარიას გუნდის წევრებმა პარტიას სახელი შეუცვალეს. დღეიდან პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად, "გახარია საქართველოსთვის" სახელით იბრძოლებს.