რუსთავში მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და მისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს ჯერ ავტომობილი დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ინციდენტანდე მამაკაცი ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და მასთან დაბრუნებას ითხოვდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.
კაცი ამჟამად დაკავებულია.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.