ვაპირებთ თურქეთში წასვლას, მინდა საზოგადოებას ვაჩვენო თურქეთის ფასები რამდენად იაფია , - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთში აჭარიდან და გურიიდან ათასობით ადამიანი გადადის ყოველდღიურად, რადგან უფრო იაფად იყიდოს პირველად მოხმარების პროდუქტები.
„ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობაზე, სულ მცირე, ორჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით და ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ჩვენ გვაქვს მთავარი კითხვა ივანიშვილთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან, რატომ არის, რომ საქართველოს მოქალაქეს მარკეტში, ბაზარში შესვლის ეშინია იმდენად იმატებს პროდუქტის ფასები. როგორ მოახერხა ივანიშვილმა, კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ, რომ რეგიონში, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში. მე პარლამენტში ვაჩვენე კონკრეტული ქვითარი აზერბაიჯანიდან, სადაც ბევრად უფრო იაფია რძე, კარაქი, სხვადასხვა პირველად მოხმარების პროდუქტები და ახლა საზოგადოებს მინდა, ვაჩვენო თურქეთის ფასები. ჩვენ ვიყიდით პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია.
საქართველო თურქეთის საზღვარზე აჭარიდან და გურიიდან ათასობით ადამიანი გადადის ყოველდღიურად, რადგან უფრო იაფად იყიდოს პირველად მოხმარების პროდუქტები, ამიტომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გასცეს პასუხი ხელისუფლებამ. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. არ არსებობს ოჯახი, რომ მისი ერთი ოჯახის წევრი მაინც არ ხვდებოდეს მარკეტში, ბაზარში ან რაიმე უბნის მაღაზიაში და არ ყიდულობდნენ გაძვირებულ პროდუქტს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი 2024 წლისთვის, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რათა კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.