ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აგარა-გომის გზაზე. ავტოავარიას სკოლის მოსწავლე, 16 წლის გოგო ემსხვერპლა.
გაცრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთ-ერთი დაღუპულის ძმაა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.