თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.