ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა.
ოთხი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.