რუსთავში, 19 წლის ახალგაზრდა მე-8 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა.
გამოცემის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.