თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გზის გადაკვეთისას სატვირთო მანქანა ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე დაიღუპა. ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.