თბილისში, სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში, სადაც დილით ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს, საგამოძიებო ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
22 წლის გოგოს ცხედარი სახლის წინ, დილით, ორმოში ნახეს. გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ოჯახის წევრების თქმით, ღამის ორ საათზე გოგონას დაურეკეს.
გოგონა სახლიდან გავიდა, დილით კი მისი ცხედარი მამამ სახლიდან რამდენიმე მეტრში ნახა. პირი, რომელმაც გოგონას დაურეკა, სავარაუდოდ გოგონას ნათლიის შვილია, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს.
მკვლელობის მოტივი შესაძლოა, ფულის გამოძალვას უკავშირდებოდეს. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი მეზობელს "ფულს სძალავდა".
დაკავებული ჯერ არავინაა. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.