ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები. ჯერჯერობით არ ჩანს, არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება“, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება „სექსი“ „ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური გასაღები არის თავისუფალ ევროპაში, ტერიტორიული ერთობაც. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზები, რომლებიც რუსიფიცირებულები არიან, ხედავენ, რომ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო ყველანაირ განსხვავებულს, მათ შორის, ეთნიკურად, ეროვნულად განსხვავებულს კლავს, ავიწროებს, ასიმილაციით ემუქრება. აფხაზები ამას ხედავენ და ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ევროპა ერთადერთი ადგილია, სადაც ყველანაირ განსხვავებულს იცავენ. კატის განსხვავებული ჯიშიც რომ არის, იმასაც კი იცავენ, არათუ ერებსა და ეთნოსებს, არავის აჩაგვრინებენ. თუ ვინმე არავის აჩაგვრინებს პატარას, ეს არის ზუსტად ევროპა, ხოლო თუ ვინმე ჩაგრავს და ანადგურებს და კლავს პატარას, ეს არის რუსეთი. ეს არჩევანი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები. ჯერჯერობით არ ჩანს, არცერთი პარტია ისე არ გამოიყურება“, – აღნიშნა უგულავამ.
კითხვაზე, რას ნიშნავს „სექსი“ არჩევნები, უგულავამ 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც სამი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი გააერთიანა.
„მაგალითად, იმავე 2003 წელს, რევოლუციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, ის იყო უპრეცედენტო. კოალიციაზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ იყო მაშინ ეს წარმატებული? მიშა სააკაშვილმა თავისი ახალგაზრდა, ენერგიული გუნდით გააერთიანა საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ზვიადისტები, მათთან დაპირისპირებული რესპუბლიკელები და არა შევარდნაძისტული პარტოკრატია კომუნისტები, პატიაშვილის სახით, ანუ მაშინ არსებული სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი. ეს სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმომადგენლობითი, რამე ელიტას კი არ წარმოადგენდა, საზოგადოებას წარმოადგენდა. ამას დაემატა „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრა მართლა კოალიცია, რომელმაც მაშინ 27 პროცენტი აიღო, დაუწერეს ჩვიდმეტი და მაგას მოჰყვა მერე რევოლუცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.