რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, ინფორმაციას გამოცემა "ინფო რუსთავი". მისი ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ გასართობ ობიექტში შევიდა.
გამოცემის ინფორმაციით, მათ, სავარაუდოდ, შენობაში მყოფ ახალგაზრდა კაცთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ის დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
დაჭრილი კაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.