უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავთან, მატარებელი ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება 275 - მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.