„ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანი სთქმით, საქარველოს პრეზიდენტს "იდენტობის კრიზისი აქვს"
მისი თქმით, პრეზიდენტს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არჩევნების დისკრედიტაცია სურს.
„ქალბატონი სალომე ქართველი იყოს მართლა და მენტალობა ჰქონდეს ქართული, მეტი არაფერს დავეძებ. თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, იდენტობის კრიზისი აქვს, რომ ჩამოყალიბდება, მერე გვითხრას. ქალბატონმა სალომემ იცის, რომ ამ არჩევნებში მოიგებს "ქართული ოცნება" და უნდა აპრიორი ხალხი გამოვიდეს იმისთვის, რომ მოაწყოს მიტინგი და არა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იმიტომ, რომ იმას, ვისაც ის ლობირებს ამ არჩევნებში, გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ ის შეეცდება დესტაბილიზაციას და არჩევნების დისკრედიტაციას. არ გამოუვა!, - ამბობს ბექა დავითულიანი“.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა: “ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: - "ევროპა, თუ არა ევროპა" - ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ.
მთავარი, რაც მინდა გითხრათ: - უნდა იყოთ მობილიზებულნი. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი მომავალი და თქვენი სახელმწიფო. უნდა იყოთ მობილიზებულნი და ფხიზლად და რაც მთავარია, უნდა აკეთოთ თქვენი საქმე. მაგრამ ხალხის მობილიზაცია, ახალგაზრდების მობილიზაცია არის ის, რასაც რეალურად შეუძლია დაამარცხოს ყველა სხვა მცდელობა, რაც შეიძლება იყოს. მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს!"