საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. ადვოკატის გამოუცხადებლობის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა, მიხეილ სააკასვილს სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა მისცემოდა, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა.
შემდეგი პროცესი 11 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.