ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგეს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, იუნკერთა მემორიალზე ყოველ წელს ამოსვლა მნიშვნელოვანი რიტუალია.
მისივე თქმით, ზოგადად რიტუალებს საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოვეპყრობით დღეს იმ თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას, რასაც ამ ადამიანებმა თავი შესწირეს.
“დღეს ჩვენ ყველანი პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირა პირველ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობასა და თავისუფლებას.
მნიშვნელოვანია, თუ როგორ შევაფასებთ ჩვენს წარსულს და რაზე დავაყრდნობთ მომავალს. ყველა, ვინც საბჭოთა რუსეთის, სტალინის, ლენინის, ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრეობას ცალსახა ბოროტებად არ აფასებს, გმირთა ხსოვნას აყენებს შეურაცხყოფას და ჩვენს მომავალს უქმნის საფრთხეს” - თქვა გიგა ბოკერიამ.