მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა 23 თებერვლის ღამეს მოხდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და წყლის არხში გადავარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.