ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.