თბილისში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
24 წლის ბიჭს ჭრილობები მუცლის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. სხვა დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.