თბილისში, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. მტკვრის პერიმეტრზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.