ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ცნობით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, ორივე ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.