ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის კაცი დაჭრეს. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, 60 წლამდე ასაკის კაცმა 53 წლის თანასოფლელს სამი ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა.
მძიმედ დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილსში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.
.