ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.