თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ახალგაზრდა კაცს ქუჩაში რამდენჯერმე ესროლა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.