რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" 4 ადამიანის მკვლელობისა და 1 ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას გოგიტა ორველაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.
გიორგი ორველაშვილს ბრალად ედება რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო გოგიტა ორველაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე აქვს ბრალი წაყენებული.
მკვლელობის იარაღი სწორედ ბრალდებულის ძმას ეკუთვნოდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილისთვის ჩაინიშნა.
9 თებერვალს რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა.
მოკლულთაგან ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი ახალგაზრდა კი - მისი ბიძაშვილი.