შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 80 წლის კაცი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. 50 000 ლარის გადახდის შემდეგ იგი საპატიმროს დატოვებს.
საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა.
ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შემთხვევა ქობულეთში მოხდა, ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს.