რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" 4 ადამიანის მკვლელობისა და 1 ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს.
როგორც იუწყებიან მკვლელობის იარაღი სწორედ ბრალდებულის ძმას ეკუთვნოდა.
იგი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
გუშინ, 9 თებერვალს რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა.
მოკლულთაგან ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი ახალგაზრდა კი - მისი ბიძაშვილი.