ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.