პოლონეთში ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ინტერპოლით იძებნებოდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, 42 წლის ქართველი ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.
დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ კაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
გდანსკის რაიონული პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გრძელდება.