დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
რადიო თავისუფლების ცნობით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, თუმცა ნაყოფი დაიღუპა. გამოცემის ცნობითვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოზარდმა კლინიკა დღეს, 5 თებერვალს დატოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კაცს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.