თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასამართლომ ორივე მათგანს 3000-3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურამ მიმართა.
ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ კი გუშინ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პოლიციამ მოძრაობა "ხმის" თანადამუფძნებლები გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებას ედავება.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.