პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. იუწყება პოლონური მედია.
მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ვროცლავის ცენტრში ცემეს 21 წლის ბიჭი.
როგორც იუწყებიან, ბრალდებულებსა და გარდაცვლილს შორის 27 იანვარს, დილის 5 საათზე, ქალაქ ვროცლავის ცენტრში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
პოლონური სააგენტო მიანიშნებს, რომ მკვლელობა იარაღით მოხდა, თუმცა არ აკონკრეტებს რა სახის იარაღზეა საუბარი.