ხაშურში 16 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
როგორც იუწყებიან სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის - საპროცესო წარმომადგენლობა.
არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება შემდგომი ღონისძიებები, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვალისწინებით", - აცხადებენ სააგენტოში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.