სენაკში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინფორმაციას gurianews ავრცელებს.
როგორც "გურია ნიუსს" წყარომ აცნობა, თავმდამსხმელი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული. მან ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გასტაცა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ კაცი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
“ცივი იარაღით იყო და ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ოპერატიულად დაკაავა”, - უთხრა გამოცემას წყარომ.
დაწყებულია გამოძიება.