ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
25 წლამდე ასაკის კაცი ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები მისივე მეგობარმა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.