თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდა.
პოლიციამ მოძრაობა "ხმის" თანადამუფძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებას ედავება.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.